Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიმართა ევროპის კავშირის ხელმძღვანელთა


ბრიუსელში გაიმართა ევროპის კავშირის ხელმძღვანელთა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

ბრიუსელში გაიმართა ევროპის კავშირის ხელმძღვანელთა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან
სერგეი ლავროვთან. ევროპისა კავშირსა და რუსეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გარდა, მხარეებმა განიხილეს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში შექმნილი კრიზისი. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოიამ განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთშიც ასევე აღიქვამენ ევროკავშირს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, სერგეი ლავროვმა, რუსეთისა და საქართველოს გართულებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა: [სერგეი ლავროვის ხმა]: "გუშინწინ მოსკოვში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს შევხვდი. ჩვენმა საუბარმა დამარწმუნა, რომ მას ძალიან კარგად ესმის საქმის ვითარება. პირველ რიგში, როგორც ეს გასულ თვეში გაეროს უშიშროების საბჭომ მოითხოვა, მტრული რიტორიკისა და პროვოკაციების შეწყვეტაა აუცილებელი. საჭიროა შესრულდეს უშიშროების საბჭოს ყველა გადაწყვეტილება და ის შეთანხმებები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების მოგვარების მცდელობისას შემუშავდა."
XS
SM
MD
LG