Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი სადამ ჰუსეინისთვის სასიკვდილო განაჩენის


ყოფილი სადამ ჰუსეინისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოცხადების შემდეგ

ყოფილი სადამ ჰუსეინისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოცხადების შემდეგ
ერაყის დედაქალაქში და სუნიტებით დასახლებულ ორ პროვინციაში ნაწილობრივ ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც ერაყის ყოფილი პორეზიდენტის სადამ ჰუსეინისთვის კაცობრიობის წინაშე დანაშაულისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოქმედდა.
სადამ ჰუსეინსა და მის ორ თანამოსაქმეს სასამართლომ ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯა ასობით ადამიანის მკლელობის, წამების და გასახლების გამო 1982 წელს ჰუსეინზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ. მსოფლიოს ლიდერები მიესალმნენ განაჩენს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყის დემოკრატიის დიდი გამარჯვება უწოდა მას. საფრანგეთის, იტალიის და ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სასიკვდილო განაჩენის პრინციპულად წინააღმდეგი არიან და მოუწოდეს ერაყის ხელისუფალთ თავი შეიკავონ განაჩენის აღსრულებისგან.
XS
SM
MD
LG