Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში სულ ცოტა 82


დღეს ერაყში სულ ცოტა 82 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის უმრავლესობა ბაღდადზე მოდის. გარდა ამისა ქვეყანაში აღმოჩნდა 52 გვამი.

დღეს ერაყში სულ ცოტა 82 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის უმრავლესობა ბაღდადზე მოდის. გარდა ამისა ქვეყანაში აღმოჩნდა 52 გვამი.
70 ადამიანი დაიღუპა და 150-მდე დაიჭრა დღეს ბაღდადის ცენტრში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. პოლიციის თანახმად, დაღუპულები არიან შიიტები ბაღდადის ღატაკი რაიონებიდან. ისინი ტაირანის მოედანზე იყვნენ თავმოყრილი სამსახურის საძიებლად. ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქირქუქში დღეს 1500-მდე ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე. მათ გააპროტესტეს შეერთებული შტატების ერაყის საკითხთა შემსწავლელი ჯგუფის რეკომენდაცია, გადაიდოს ქალაქის მომავლის გასარკვევად რეფერენდუმის ჩატარება. დღესვე ქალაქ მოსულში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ასოშიეიტედ პრესის ერაყელი ოპერატორი.
XS
SM
MD
LG