Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად დაიღუპა


თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 24 ქართველი. ცნობების თანახმად, ავტოავარია გამთენიისას, სამსუნში მოხდა.

თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 24 ქართველი. ცნობების თანახმად, ავტოავარია გამთენიისას, სამსუნში მოხდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 7 მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა. საინფორმაციო სააგენტო "მედია-ნიუსი" როგორც იუწყება, ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა უკვე მოინახულა ყველა დაზარალებული, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში არიან მოთავსებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს უწევს დახმარებას როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე ფორმალური პროცედურების განხორციელების მხრივ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ მწუხარება გამოთქვა სამსუნში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ მოაკლებს დაშავებულ თანამემამულეებს.
XS
SM
MD
LG