Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტი


ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტი იმართება.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტი იმართება.
მთავარი საკითხი, რომელსაც შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ, კავშირის სამომავლო გაფართოების პერსპექტივაა. ორშაბათს ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების ნაწილობრივი შეჩერების თაობაზე. ამის მიზეზი ის იყო, რომ ანკარამ უარი თქვა კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვებაზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ შემაჯამებელ განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების მეთაურები სამიტზე მიიღებენ, აღნიშნული იქნება, რომ ევროკავშირს სურს მიიღოს როგორც თურქეთი, ისე დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნები - ალბანეთი, ბოსნია, ხორვატია, მაკედონია, ჩერნოგორია და სერბია. სამიტზე აგრეთვე განიხილავენ რუსეთთან ერთიერთობის, ტერორიზმთან ბრძოლის, და ემიგრაციის საკითხებს.
XS
SM
MD
LG