Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა თურქმენეთის პრეზიდენტი, საფარმურატ ნიაზოვი.


გარდაიცვალა თურქმენეთის პრეზიდენტი, საფარმურატ ნიაზოვი.

გარდაიცვალა თურქმენეთის პრეზიდენტი, საფარმურატ ნიაზოვი.
დღეს დილით თურქმენეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ 66 წლის ლიდერს წუხელ გულის შეტევა დაემართა. ქვეყნის მმართველის პოსტს დროებით ვიცე-პრემიერი, და ჯანმრთელობის მინისტრი, გურბანგული ბერდი-მუხამედოვი დაიკავებს. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ნიაზოვის დასაფლავების ცერემონიასაც ბერდი-მუხამედოვი უხელმძღვანელებს: [დიქტორის ხმა]: ”თურქმენეთის ტრადიციების გათვალისწინებით, შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელიც პრეზიდენტ ნიაზოვის დასაფლავებას უხელმძღვანელებს. კომისიას სათავეში ვიცე პრემიერი და ჯანმრთელობის მინისტრი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი ჩაუდგება”. ”თურქმენბაშის”, ანუ თურქმენთა ლიდერის სახელით ცნობილი ნიაზოვი თურქმენეთს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, 1985 წლიდან მართავდა. 1999 წელს თურქმენეთის პრეზიდენტის სტატუსი სიკვდილამდე დაიკანონა. ნიაზოვის პიროვნების ირგვლივ თურქმენეთში ძლიერი კულტი იყო შექმნილი. მის მმართველობას თან სდევდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები. 1997 წელს ნიაზოვს გულის ოპერაცია გაუკეთდა - გასულ თვეში კი მან პირველად აღიარა, რომ გულის დაავადება აწუხებდა. დაკრძალვის ცერემონია კვირს, 24 დეკემბერს გაიმართება. თურქმენეთში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG