Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკელ


აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკელ სამხედროებს არაფერი აქვთ საერთო ერაყის ყოფილ ლიდერ

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკელ სამხედროებს არაფერი აქვთ საერთო ერაყის ყოფილ ლიდერ
სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობასთან. როგორც გენერალ მაიორმა უილიამ კოლდველმა ბაღდადში უთხრა ჟურნალისტებს, ამერიკელი სამხედროები "სხვაგვარად" მიუდგებოდნენ ამ საქმეს. მაგრამ, მისივე თქმით, ერაყი სუვერენული სახელმწფიოა და თვითონ მიიღო გადაწყვეტილება სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით. [კოლდველის ხმა] “ჩვენ აბსოლუტურად არაფერი გაგვიკეთებია მისი გადაადგილების და მისი უსაფრთხოების დაცვის გარდა, რასაც მანამდეც ვაკეთებდით, დანიშნულების ადგილას სადამ ჰუსეინის მისაყვანად. ეს იყო სასამართლოს შენობა, სადაც სასამართლო პროცესები იმართება”. ერაყის მთავრობა აპირებს, გამოიძიოს სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობის გარემოებები იმის დასადგენად, თუ ვინ გადაიღო ეს პროცესი მობილური ტელეფონის კამერით და ვინ აყენებდა შეურაცხყოფას სიკვდილმისჯილს მის ჩამოხრჩობამდე. სადამ ჰუსეინისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი 30 დეკემბერს იქნა სისრულეში მოყვანილი.
XS
SM
MD
LG