Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მზად


საქართველოში, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მზად არიან

საქართველოში, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მზად არიან
მონაწილეობა მიიღონ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროცესში, რომელიც მიზნად საქართველოს ახალი კონსტიტუციის შექმნას ისახავს. საპარლამენტო ოპოზიციას აქვს საკუთარი ინიციატივებიც, რომელთაგან ერთი საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ამასთან, ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის შექმნას 2008 წლის არჩევნებამდე მოითხოვს. მიხეილ სააკაშვილის წინადადებისადმი განსხვავებული პოზიცია აქვთ პარლამენტს მიღმა მყოფ ოპოზიციურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა მოძრაობა ,,ეროვნულმა ფორუმმა” დღეს ოპოზიციას მოუწოდა არ დათანხმდეს პრეზიდენტის შეთავაზებას, რადგან ხელისუფლებას უკვე მზად აქვს მომავალი კონსტიტუციის პროექტი და პროცესში ოპოზიციის ჩართვას მხოლოდ დემოკრატიულობის იმიჯის შესაქმნელად ცდილობს.
XS
SM
MD
LG