Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატი


შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატი ირანს ბრალს სდებს,

შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატი ირანს ბრალს სდებს,
რომ ის ერაყელ მეამბოხეებს ამარაგებს სამხედრო ტექნოლოგიით, რომელიც ამერიკელი სამხედროების მოსაკლავად გამოიყენება. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ნიკოლას ბერნსმა თქვა, რომ შეერთებული შტატები დაახლოებით ორი წლის მანძილზე ადევნებს თვალ-ყურს ერაყში მეამბოხეთა თავდასხმებში ირანულ კვალს და სულ უფრო ხშირად პოულობს იმის დამადასტურებელ საბუთებს, რომ სამხრეთ ერაყში შიიტი მეამბოხეები დახმარებას იღებენ ირანისგან. ბერნსმა ეს განცხადება რადიოინტერვიუში გააკეთა.
XS
SM
MD
LG