Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში გაგრძელდა შეტაკებები მოწინააღმდეგე


ღაზის სექტორში გაგრძელდა შეტაკებები მოწინააღმდეგე ჯგუფებს

ღაზის სექტორში გაგრძელდა შეტაკებები მოწინააღმდეგე ჯგუფებს
- ”ჰამასსა” და ”ფატაჰს” შორის. დაჭრილია მინიმუმ რვა ადამიანი. პალესტინელთა პრემიერ მინისტრმა, ”ჰამასის” წარმომადგენელმა, ისმაილ ჰანიემ, შეიარაღებულ პირებს ღაზის ქუჩების დატოვებისკენ მოუწოდა. მისი გამოსვლა ”ჰამასისა” და პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ”ფატაჰის” წევრებს შორის მიმდინარე შეტაკებების ფონზე შედგა. პარასკევს ”ჰამასის” და ”ფატაჰის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზავის დამყარებაზე შეთანხმდნენ - თუმცა, ისევე როგორც წინა შეთანხმებები, ესეც გამოცხადებისთანავე დაირღვა.
XS
SM
MD
LG