Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი აპირებს


სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი აპირებს,

სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი აპირებს,
საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართოს თხოვნით, სულ ცოტა, 10 დღით გადაიდოს კოსოვოს მომავალ სტატუსზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი - კერძოდ, გადაიდოს სერბიის ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე. ჯერ არ არის ნათელი, როდის შეიკრიბება პარლამენტი, რომლის ახალი შემადგენლობაც გასულ თვეში გამართულმა არჩევნებმა გაარკვია. კოსოვოს სტატუსზე გაეროს ეგიდით მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ვენაში 13 თებერვლისთვის არის დანიშნული. სერბიის ლიდერებმა "მიუღებელი" უწოდეს გაეროს წარმომადგენლის მიერ წარდგენილ გეგმას, რომელიც კოსოვოს მომავალს ეხება.
XS
SM
MD
LG