Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ


მიუნხენში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე

მიუნხენში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე
სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა - რომელიც ამ ღონისძიებაში წელს პირველად მონაწილეობს. მან შეერთებული შტატები, და დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა მსოფლიოსთვის თავიანთი ნების თავსმოხვევაში, და ”უნიპოლარული” სამყაროს შექმნის მცდელობაში. მკაცრი ტერმინოლოგიით ფორმულირებულ სიტყვაში, პუტინმა შეერთებული შტატები გააკრიტიკა ”მსოფლიოში სამხედრო ძალის თითქმის შეუზღუდავად გამოყების” გამო: [პუტინის ხმა]: ”ყველაფერი, რაც კი დღეს მსოფლიოში ხდება, სწორედ უნიპოლარული სამყაროს ცნები დანერგვის მცდელობის შედეგია. რა მოაქვს ამას შედეგად? ცალმხრივი, ხშირად არალეგიტიმური ნაბიჯებით არც ერთი პრობლემა არ გადაჭრილა. მეტიც - ამ ნაბიჯებით ახალი ადამიანური ტრაგედიები, და დაძაბულობის ახალი კერები წარმოიშვა. თავად განსაჯეთ - ომების, ლოკალური თუ რეგიონული კონფლიქტების რიცხვი არ შემცირებულა. და ამ კონფლიქტებს ნაკლები მსხვერპლი არ მოაქვთ - პირიქით, ადამიანური მსხვერპლის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა”. პუტინის თქმით, სამხედრო ძალის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია მიზანშეწონილი, და ისიც მხოლოდ გაეროს სანქციის ქვეშ. პუტინის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი ნება მსოფლიოს თავს არ უნდა მოახვიოს. მისი თქმით, რუსეთი წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი საერთაშორისო გეგმის, თუკი ის რომელიმე მხარისთვის - სერბებისთვის, ან კოსოვოელი ალბანელებისთვის - მიუღებელი აღმოჩნდება.
XS
SM
MD
LG