Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ეჰუდ ოლმერტმა


ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ეჰუდ ოლმერტმა, დღეს განაცხადა,

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ეჰუდ ოლმერტმა, დღეს განაცხადა,
რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან, სატელეფონო საუბრისას შეთანხმდა - ისრაელი და შეერთებული შტატები არ აღიარებენ პალესტინელთა ტერიტორიაზე ფორმირებულ მთავრობას, თუ ეს მთავრობა ისრაელის მიმართ გასატარებელ პოლიტიკაში საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს:
[ოლმერტის ხმა]: ”პალესტინური მთავრობა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის პირობებს არ გაითვალისწინებს, აღიარებული არ იქნება, და მასთან არ ვითანამშრომლებთ. ამის შესახებ პარასკევს შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვესაუბრე, და მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხთან მიმართებით ისრაელის და შეერთებული შტატების პოზიციები სრულიად იდენტურია. პალესტინელების მთავრობის სტატუსის შესახებ სრული თანხმობა არსებობს - თუკი აღმოჩნდება, რომ ეს მთავრობა სამომავლო ქმედებებს არ აფუძნებს კვარტეტის პირობებზე”. ოლმერტის თქმით, პალესტინელთა ტერიტორიაზე ფორმირებულმა მთავრობამ ისრაელი უნდა ცნოს, ძალადობა უნდა უარყოს, და არსებული სამშვიდობო შეთანხმებები უნდა დაიცვას. ოლმერტი ამ განცხადებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა.
XS
SM
MD
LG