Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთისა და ნატოს ჯარებმა კონტროლი


ავღანეთისა და ნატოს ჯარებმა კონტროლი აღადგინეს ფარაჰის პროვინციაში მდებარე ქალაქ ბაკვაზე,

ავღანეთისა და ნატოს ჯარებმა კონტროლი აღადგინეს ფარაჰის პროვინციაში მდებარე ქალაქ ბაკვაზე,
რომელიც წინა დღეს, 19 თებერვალს დაიპყრეს თალიბებმა. ფარაჰის პროვინციის გუბერნატორის თქმით, 200-მდე ჯარისკაცს წინააღმდეგობა არ შეხვედრია ბაკვაში შესვლისას. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი, ზამარაი ბაშარი აღნიშნავს, მთავრობის ჯარები სიტუაციას აკონტროლებენ. [ბაშარის ხმა] “ახლა იქ უსაფრთხოება აღდგენილია, აღარ არის არანაირი პრობლემა. არ დაზიანებულა რაიონის მთავარი ადმინისტრაციული უწყება და არც სამოქალაქო მსხვერპლია. რაიონში ამჟამად უშიშროების მუშაკები იმყოფებიან”. ამასობაში, თალიბანის წევრობაში ეჭვმიტანილმა მეომრებმა რამდენიმე იერიში განახორციელეს სხვა, აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში. ხოსტის პროვინციაში თვითმკვლელმა მოიერიშემ აფეთქებამ მოაწყო და, სულ ცოტა, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაჭრა.
XS
SM
MD
LG