Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის განცხადებით, ბრიტანეთი


პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის განცხადებით, ბრიტანეთი მომავალ თვეებში 1600 კაცით შეამცირებს სამხედრო კონტინგენტს ერაყში.

პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის განცხადებით, ბრიტანეთი მომავალ თვეებში 1600 კაცით შეამცირებს სამხედრო კონტინგენტს ერაყში.
ამჟამად იქ, უმეტესწილად სამხრეთში, 7100 ბრიტანელი სამხედრო პირია განთავსებული. როგორც ბლერმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, ჯარისკაცების ნაწილი 2008 წლამდე დარჩება ერაყში. მანვე განმარტა, რომ ბრიტანელი სამხედროები უშიშროების საკითხებზე პასუხისმგებლობას ერაყელ კოლეგებს გადააბარებენ, ერაყში დარჩენილი ბრიტანელი ჯარისკაცები კი დახმარებას გაუწევენ ერაყის არმიას. [ტონი ბლერის ხმა] “ბრიტანელ ჯარისკაცებს, რომლებიც ერაყში დარჩებიან, შემდეგი ამოცანები ექნებათ: ერაყის ჯარების გაწვრთნა და დახმარება, ერაყ-ირანის საზღვრის დაცვა, მომარაგებისთვის განკუთვნილი გზების დაცვა. და მათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეძლოთ ექსტრემისტების ჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელება და, საჭიროების შემთხვევაში, ერაყის არმიისთვის დახმარების გაწევა”. ერაყში კონტინგენტის შემცირებაზე განცხადება ტონი ბლერის გარდა დღეს დანიის პრემიერ-მინისტრმაც გაავრცელა. პრემიერ-მინისტრ რასმუსენის თქმით, დანია აგვისტომდე გაიყვანეს ერაყიდან 460-კაციან კონტინგენტს.
XS
SM
MD
LG