Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ღოლამ ალი


ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ღოლამ ალი ჰადად ადელის განცხადებით,

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ღოლამ ალი ჰადად ადელის განცხადებით,
რუსეთის მიერ ბუშერის ატომური ელექტროსადგურის სამუშაო მზადყოფნაში მოყვანის დაყოვნება ზიანს მიაყენებს ირანისა და რუსეთის ურთიერთობას. ირანი უარყოფს რუსეთის განცხადებას, თითქოს ირანი აგვიანებდეს სამხრეთში მდებარე ბუშერის საწარმოში მიმდინარე სამუშაოების საფასურის გადახდას. როგორც რუსეთში ატომური ენერგიის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თქვეს, ამ პრობლემის გამო, შესაძლოა, დაყოვნდეს საწარმოს ამუშავება. ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ირანი ყველა ფინანსურ ვალდებულებას ასრულებს და მოსკოვს მოუწოდებს, დროზე დაასრულოს საქმე, რათა საწარმო, გეგმისამებრ, წელს სექტემბერში ამუშავდეს.
XS
SM
MD
LG