Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლის განმავლობაში წარმოებული სამშვიდობო


15 წლის განმავლობაში წარმოებული სამშვიდობო ოპერაციის შემდეგ, ბრიტანეთს ბოსნიიდან დარჩენილი სამხედრო

15 წლის განმავლობაში წარმოებული სამშვიდობო ოპერაციის შემდეგ, ბრიტანეთს ბოსნიიდან დარჩენილი სამხედრო
ბრიტანეთს ბოსნიიდან დარჩენილი სამხედრო კონტინგენტი - 600 ჯარისკაცი - მთლიანი შემადგენლობით გაყავს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ადამ ინგრემმა გააკეთა: [ინგრემის ხმა]: ”ბოსნიაში უსაფრთხოება სტაბილურია. განსაკუთრებულად მძიმე ინციდენტების გარდა, ადგილობრივი უწყებები ყველაფერს უმკლავდებიან. ამდენად, იქ განთავსებულ უელსის ძალებს სხვა ჯარით შეცვლა არ ესაჭიროებათ. 600-ზე მეტი ჯარისკაცი - უმეტესი მათგანი უელსის მცველებიდან - დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება”. დღესვე განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა, და თქვა, რომ ბოსნიაში განთავსებულ თავის სამშვიდობო კონტინგენტს 6,000-დან 2,500-მდე შეამცირებს. ჯარის გაყვანის შესახებ განცხადების პარალელურად, ბოსნიაში განთავსებული ბრიტანეთის ძალები დღეს პრინცმა ჩარლზმა, და მისმა მეუღლემ. კამილამ მოინახულეს. აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი ერაყში თავის სამხედრო მისიას ამცირებს, ავღანეთში მყოფ სამხედრო კონტინგენტს კი ზრდის.
XS
SM
MD
LG