Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა წარმოადგინეს


პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა წარმოადგინეს გეგმა,

პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა წარმოადგინეს გეგმა,
რომელიც ითვალისწინებს მაისში ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტის გამართვას ხუთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით. პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს ქალაქ პლოცკში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ. კაჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ სამიტში აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო მიიღებენ მონაწილეობას. სამიტზე, კაჩინსკის განმარტებით, უნდა იმსჯელონ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ნავთობის იმპორტს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გავლით.
XS
SM
MD
LG