Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა, საბერძნეთმა და ბულგარეთმა ხელი


რუსეთმა, საბერძნეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს

რუსეთმა, საბერძნეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს
ნავთობსადენის გაყვანას შავი ზღვიდან ეგეოსის ზღვაში რუსეთის ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით. ხელმოწერის ცერემონია დღეს ათენში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტისა და საბერძნეთისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით. პროექტი, რომლის ღირებულება 900 მილიონ დოლარს აღწევს, 2011 წლამდე უნდა დასრულდეს და განკუთვნილია დღეში 700 000 ბარელი ნავთობის გადასაქაჩად. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეფასებით, ნავთობსადენი სარგებელს მოუტანს მსოფლიო ეკონომიკას: [პუტინის ხმა] “ამ პროექტის რეალიზაცია სტაბილიზაციის ხელშემწყობი ფაქტორია არა მარტო ბალკანეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრისთვის. ეს ეჭვს არ იწვევს, სულ ცოტა, ორი მიზეზით: ჯერ ერთი, იძლევა საშუალებს, გაფართოვდეს მსოფლიო ბაზრის მომარაგება ენერგონედლეულით; და მეორე - ახდენს ამ ნედლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანის გზების დავერსიფიცირებას”. ნავთობსადენის პროექტზე შეთანხმებით, რომელიც დღეს გაფორმდა საბერძნეთში, ნავთობსადენის აქციების 51 პროცენტი სამ რუსულ ენერგოკომპანიას, მათ შორის "გაზპრომს" ერგება, დანარჩენი 49 პროცენტი კი საბერძნეთისა და ბულგარეთის კომპანიებს.
XS
SM
MD
LG