Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა


პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ეროვნული უშიშროების საკითხებში

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ეროვნული უშიშროების საკითხებში
მრჩევლად დანიშნა მაჰმუდ დაჰლანი, პარტია ფათაჰის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დაჯგუფება ჰამასის შეურიგებელი მოწინააღმდეგეა. ამასობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმეტრმა მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, გააგრძელოს პალესტინის მთავრობის ფინანსური ბოიკოტი. კვირას მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას ოლმეტრმა განაცხადა, რომ ავტონომიის ახალმა კოალიციურმა მთავობამ არ მიიღო საერთაშორისო შუამავლების მოთხოვნები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. ისრაელის მთავრობის წევრმა, ისააკ ჰერცოგმა თავის მხრივ დააზუსტა: " საერთაშორისო მოთხოვნები, რომლებიც წარედგინათ პალესტინელებს, სავსებით ლოგიკური და გამართლებულია: ისრაელის აღიარება, ტერორზე უარის თქმა, ყველა ძველი შეთანხმება. ეს სრულიად სამართლიანია. და საერთაშორისო თანამეგობრობამ მტკიცედ უნდა დაიცვას ეს საბაზო წინაპირობები ნებისმიერი წინსვლისთვის რეგიონის სამშივდობო პროცესში."
XS
SM
MD
LG