Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად


საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,
სოფელ ავნევიდან ნიქოზის მიმართულებით მიმავალი გზის პატრულირებისას შს სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, არჩილ ცხაკაიასა და მის მძღოლს, როსტომ ჯაფარიძეს, ოსური მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს და ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა. დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში საქართვეოლში ეუთოს მისიის მეთაური როი რივი დაიბარეს. საქართველოს მხარემ მოითხოვა, შემთხვევის ადგილზე მყოფი ეუთოს სამხედრო მეთვალყურეთა და შერეული სამშვიდობო ძალების მონიტორინგის ჯგუფის მიერ მუშობის დასრულებისთანავე ნიქოზში განხორციელებულ შეიარაღებულ პროვოკაციას პრიციპული შეფასება მიეცეს.
XS
SM
MD
LG