Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დღეს პოლიტიკურად დაპირისპირებული ძალების


კიევში დღეს პოლიტიკურად დაპირისპირებული ძალების ორი აქცია გაიმართა.

კიევში დღეს პოლიტიკურად დაპირისპირებული ძალების ორი აქცია გაიმართა.
ათი ათასობით უკრაინელმა მიიღო მონაწილეობა აქციებში, რომლებიც პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს, და პრემიერ მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერებმა გამართეს.
იუშჩენკოს დაახლოებით 70, 000 მომხრე კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე მივიდა, და იქ გამართულ საპროტესტო აქციაზე ვადამდელი არჩევნების გამართვა მოითხოვა. დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით, ევროპის მოედანზე, კი დემონსტრაცია იანუკოვიჩის დაახლოებით 20, 000-მა მომხრემ გამართა. ისინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, და პარლამენტის დათხოვნის წინააღმდეგ გამოვიდნენ. პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მმართველ კოალიციას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს - მას შემდეგ, რაც ერთ დროს იუშჩენკოს მომხრე დეპუტატები იანუკოვიჩის კოალიციის მხარეს გადავიდნენ. მისი პარტიის, ”ჩვენი უკრაინის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, იუშჩენკომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნას, და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აპირებს: [იუშჩენკოს ხმა]: ”თუ საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებები კონსტიტუციურ საფუძვლებს არ დაუბრუნდება, მე პარლამენტის დათხოვნის ბრძანებას ხელს მოვაწერ”.
XS
SM
MD
LG