Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში რამზან კადიროვის პრეზიდენტად ინაუგურაცია


ჩეჩნეთში რამზან კადიროვის პრეზიდენტად ინაუგურაცია გაიმართა.

ჩეჩნეთში რამზან კადიროვის პრეზიდენტად ინაუგურაცია გაიმართა.
ცერემონია ქალაქ გუდერმესში შედგა, რომელიც ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოდან აღმოსავლეთით მდებარეობს. ინაუგურაციას ორი ათასზე მეტი სტუმარი, და სამასამდე ჟურნალისტი დაესწრო რუსეთიდან და უცხოეთიდან. სხვა სტუმრებს შორის, ცერემონიას ესწრებოდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში. წარსულში სეპარატისტი კადიროვი, რომელის შემდეგ მოსკოვის მოკავშირედ იქცა, ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოსტზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წარადგინა. მისი კანდიდატურა გასულ თვეში დაამტკიცა ადგილობრივმა პარლამენტმა. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები კადიროვს და მის მომხრეებს ადამიანის უფლებების მასშტაბურ დარღვევებში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG