Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები


რუსეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ კასპიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ

რუსეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ კასპიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ
ახალი გაზსადენის მშენებლობის შესახებ. თურქმენეთის ქალაქ თურქმენბაშში ვლადიმირ პუტინმა, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა და ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერეს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტს და დაავალეს თავიანთი ქვეყნების მთავრობებს, მოამზადონ შესაბამისი ხელშეკრულება და მას ხელი მოაწერონ 2007 წლის 1 სექტემბრამდე. ახალი გაზსადენის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2008 წელს დაიწყება. მილსადენი თურქმენეთის გაზს ევროპას ყაზახეთისა და რუსეთის ტერიტორიების გავლით მიაწვდის.
XS
SM
MD
LG