Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამარაში ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე


სამარაში ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე მხარეებმა ვერ შეძლეს რამდენიმე საკითხში არსებული უთანხმოების დაძლევა.

სამარაში ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე მხარეებმა ვერ შეძლეს რამდენიმე საკითხში არსებული უთანხმოების დაძლევა.

მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ აღნიშნა, რომ ბლოკისთვის გაუგებარია, რატომ ამბობს მოსკოვი უარს რუსეთში პოლონეთის ხორც-პროდუქტების იმპორტზე. ასევე ბაროზუს თქმით, რუსეთის დავა პოლონეთთან, ისევე როგორც ესტონეთთან, პრობლემური საკითხებია მთელი ევროკავშირისთვის. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი გააკრიტიკა ლატვია და ესტონეთი, მისი თქმით, ეთნიკური რუსების დისკრიმინაციის გამო. ლატვიამაც და ესტონეთმაც უარყვეს ეს ბრალდება.
XS
SM
MD
LG