Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს საღამოს პრაღაში ჩამოვიდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს საღამოს პრაღაში ჩამოვიდა.
მისი ვიზიტის მიზანია დაიყოლიოს ჩეხეთის რესპუბლიკა, განათავსოს თავის ტერიტორიაზე აშშ-ის სარადარო ბაზა, რომელიც ნაწილი იქნება ჩეხეთსა და პოლონეთში დაგეგმილი ანტისარაკეტო სისტემისა. ბუშის ჩამოსვლამდე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ანტისარაკეტო გეგმა თუკი განხორციელდა, საპასუხოდ რუსეთი თავის რაკეტებს ევროპის ობიექტებზე მიმართავს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პუტინის კომენტარი უსარგებლოა და წარმოადგენს გამონათქვამების დონეზე გამწვავებას. ნატომ გამოაცხადა, რომ პუტინის ნათქვამი “უსარგებლო და მიუღებელია”. ბუში და პუტინი ერთმანეთს გერმანიაში მოელაპარაკებიან “დიდი რვიანის” შეხვედრაზე ოთხშაბათს.
XS
SM
MD
LG