Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა


ლიბიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სასიკვდილო განაჩენი,

ლიბიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სასიკვდილო განაჩენი,
რომელიც 5 ბულგარელ ექთანსა და ერთ პალესტინელ ექიმს გამოუტანეს ლიბიაში 400-ზე მეტი ბავშვის შეძენილი იმუნოდეფიციტის ვირუსით განზრახ ინფიცირებაში ბრალდების საფუძველზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ სინანული გამოთქვა ლიბიის უზენაესი სასამართლოს ამ ნაბიჯის გამო: [ბაროზუს ხმა] "ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ აქვე მინდა გამოვხატო რწმენა, რომ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით. მინდა დაგარწმუნოთ, მინდა დავარწმუნო ბულგარელი მედდები და მათი ოჯახები, რომ ევროპის კომისია - მისი პრეზიდენტი, საბჭო და წევრი ქვეყნები - ყოველ ღონეს იხმარენ, რათა ურუნველყონ ყოველი ცალკეული პირის უფლება, იცოცხლოს და იყოს თავისუფალი." მართლაც, ლიბიაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა არ იყოს ბოლო სიტყვა ამ საქმეში: ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდელ-რაჰმან შალგამის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც განაჩენის შეცვლის, ის კი არა - მსჯავრდებულების შეწყალების უფლებაც აქვს, ორშაბათს განიხილავს ბულგარელი ექთნებისა და პალესტინელი ექიმის საქმეს.
XS
SM
MD
LG