Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა


შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უარი თქვეს მცედელობაზე, გადაეწყვიტათ კოსოვოს

შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უარი თქვეს მცედელობაზე, გადაეწყვიტათ კოსოვოს
სტატუსის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოში. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაეროშო ზალმაი ხალილზოდმა დღეს განაცხადა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე იმუშავებს კოსოვოს საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც შედიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, რუსეთის, შეერთებული შტატები და საფრანგეთი. კოსოვოს საკითხის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში გარკვევის შესახებ ასევე ისაუბრა გაეროში საფრანგეთის ელჩმა ჟან მარკ დე ლა სიბლიერმა. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელის მარტი ახტისაარის გეგმა ითვალისწინებდა სერბეთის პროვინცია კოსოვოს დამოუკიდებლობას საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა რუსეთი და სერბეთი ამ გეგმას დაუპირისპირდნენ.
XS
SM
MD
LG