Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში 100


საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში 100 ახალი საწარმო უნდა შეიქმნას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში 100 ახალი საწარმო უნდა შეიქმნას.
ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, რომელიც დღეს გრემში გაიმართა. პრეზიდენტმა ქართული ნაწარმის ექსპორტის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა, შეეხო კადრების კვალიფიკაციის და დასაქმების პრობლემას. მისივე თქმით, პრივატიზაციის ახალ ეტაპზე საინვესტიციო პროგრამების მთავარი მიმართულება უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა. [მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ახლა ჩვენ ვაცხადებთ ახალ პროგრამას, რომლითაც 100 ახალი სოფლის მეურნეობის მძლავრი საწარმო შეიქმნება. ეს არის პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ რამდენიმე ათეული და, ალბათ, მინიმუმ 100 000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეგვიძლია შევქმნათ სოფლის მეურნეობაში და აგროსამრეწველო კომპლექსში, თუ ყველანი კარგად ვიმუშავებთ".
XS
SM
MD
LG