Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 7 ადამიანი დაიღუპა და


ერაყში 7 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა თურქმენული ფრონტის ლიდერის

ერაყში 7 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა თურქმენული ფრონტის ლიდერის
სახლზე თავდასხმის შედეგად. პოლიციის ცნობით, ინციდენტი მოხდა ქირქუქის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ტუზის მახლობლად, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას თურქმენები შეადგენენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ბაღდადიდან ჩრდილოეთით. ქალაქ ბააყუბაში აფეთქების შედეგად დაინგრა უნიკალური ძეგლი - ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ დანიელის აკლდამა. დღეს ბაღდადში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. ისინი ზეიმობდნენ ერაყის საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას აზიის თასის გათამაშებაში. ბევრი ჰაერში ისროდა. სხვადასხვა ინციდენტის შედეგად სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG