Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მედია იუწყება, რომ ირანმა


ირანის მედია იუწყება, რომ ირანმა და ერაყმა მიაღწიეს შეთანხმებას ახალი ნავთობსადენის აშენებაზე,

ირანის მედია იუწყება, რომ ირანმა და ერაყმა მიაღწიეს შეთანხმებას ახალი ნავთობსადენის აშენებაზე,
რომელიც ორ ქვეყანას დააკავშირებს. მილსადენის საშუალებით ნავთობი ერაყის საბადოებიდან ირანის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებამდე მიაღწევს. მედიის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი პარასკევს, 10 აგვისტოს, მოაწერეს ერაყის ნავთობის მინისტრმა ჰუსეინ შარისტანიმ და მისმა ირანელმა კოლეგამ კაზემ ვაზირი ჰამანემ. ჯერჯერობით უცნობია, როდის აშენდება ნავთობსადენი და რა გზით დაიფარება ხარჯი.
XS
SM
MD
LG