Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს 15 წელი შესრულდა აფხაზეთში


დღეს 15 წელი შესრულდა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან.

დღეს 15 წელი შესრულდა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან.
ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია მიეძღვნა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების მე-15 წლისთავს. აქციაზე, რომელშიც საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გააკრიტიკეს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა აფხაზეთის საკითხში.
XS
SM
MD
LG