Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანიშნულების


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა კოდორის ხეობაში,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა კოდორის ხეობაში,
სადაც, როგორც იტყობინებან, სამხერდო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. პარასკევს ტელეკომპანია "რუსთავი-2" იტყობინებოდა თვითმხილველებზე დაყრდნობით, რომ ხეობაში ჩამოგდებულია თვითმფრინავი, რომელმაც რუსეთის მხრიდან დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსმა, ანატოლი ზაიცევმა დაადასტურა, რომ კოდორის ხეობის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი. ოღონდ მან ვერ დააზუსტა, რა თვითმფრინავი ჩამოვარდა. მოგვიანებით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ესაა ქართული თვითმფრინავი, რომელიც აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ზღვის მხრიდან შევიდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა ჩვენს რადიოს, სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიებით ჯერჯერობით ვერ მოხერხდა სავარაუდო თვითფრინავის კვალის პოვნა.


XS
SM
MD
LG