Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარნაზ აზიმას საქმე ჯერჯერობით არ არის დახურული


როგორც ჩვენი რადიოს ირანული რედაქციის, რადიო ფარდის თანამშრომელი, ფარნაზ აზიმა ამბობს, ირანის ხელისუფლებამ მას უთხრა, რომ მისი სასამართლო საქმე ჯერაც არ არის დახურული,

მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია დატოვოს ირანი.

აზიმამ რადიო ფარდას მოკლე ინტერვიუ მისცა უშუალოდ მას მერე, რაც მას 4 სექტემბერს დაუბრუნეს პასპორტი, რომელიც ირანის ხელისუფლებამ მას იანვარში ჩამოათრვა, თეირანში ჩასვლისას.

[აზიმას ხმა] "მე ვკითხე ირანის ხელისუფლებას, დაიხურება თუ არა ჩემი გირაოს საკითხი. მიპასუხეს, არაო. გირაოს საკითხი გაურკვეველი რჩება და ხელისუფლება ამბობს, რომ ჩემი საქმე არ არის დახურული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ვექილი უნდა დაუკავშირდეს მათ და ისინი სასამართლოს თარიღს დაადგენენ. დღეს არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ჩემს შემთხვევაში უშიშროების სამინისტრო ან სასამართლო ხელისუფლება."

ხელისუფლებამ აზიმას პასპორტი 4 სექტემბერს დაუბრუნა, მანამდე ერთი დღით ადრე კი ქვეყნის დატოვება შეძლო კიდევ ერთმა ამერიკელმა ირანელმა, ჰალე ესფანადიარიმ, რომელიც სამი თვის პატიმრობის შემდეგ გირაოთი გამოუშვეს ციხიდან 21 აგვისტოს.

ესფანდიარი, რომელიც ვუდრო უილსონის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის დირექტორია, მაისში დააპატიმრეს უშიშროებასთან დაკავშირებული მუხლით.

თეირანი უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე არ ატოვებინებდა ირანის ტერიტორიას. მას ირანის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გავრცელებაში სდებენ ბრალს. 5 სექტემბერს აზიმამ რადიო ფარდას უთხრა, რომ ის მალე დატოვებს ირანს და პრაღაში დაბრუნება.

ამასობაში კიდევ ორი ირანული წარმოშობის ამერიკელი იმყოება თეირანში პატიმრობაში.

სამშაბათს ირანელმა მოსამართლემ ჰოსეინ ჰადადმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ მათგანს, კიან ტაჯბაკშს, რომელიც მაისიდან მოკიდებულია პატიმრობაში ჯაშუშობის ბრალდებით, გირაოთი გაათავისუფლებენ, როცა გამოძიება დასრულდება.

ტაჯბაკში ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ღია საზოგადოების ინსტიტუტის კონსულტანტია.

"ვაშინგტონ პოსტს" ოთხშაბათს მოჰყავს ინსტიტუტის წარმომადგენელთა განცხადება, რომ ტაჯბაკშის დაპატიმრება "უსინდისობაა", განსაკუთრებით იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მის ოჯახს უთხრა, რომ მას ამ კვირაში გაათავისუფლებენ.

არავითარი ცნობა არ მოიპოვება მშვიდობის სფეროში კალიფორნიელი აქტივისტის, ალი შაკერის შესახებ, რომელიც მაისიდან მოკიდებული ზის ირანის ციხეში.

ადამიანის უფლებების დამცველებმა და რიგმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მოუწოდეს ირანს, გაათავისუფლოს ირანული წარმოშობის ამერიკელები და ქვეყნის დატოვების უფლება მიცეს მათ.
XS
SM
MD
LG