Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ


დღეს, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ 6 აგვისტოს წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში მოისმინა.

დღეს, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ 6 აგვისტოს წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში მოისმინა.
ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელის მიომირ ჟუჟულის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ "ინციდენტი მართლაც მოხდა", მაგრამ დოკუმენტის ავტორმა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შესახვედრად რამდენიმე დღე დაჰყო თბილისსა და მოსკოვში, თავი შეიკავა შეფასებებისგან. ანგარიშში ინციდენტში დამნაშავეებს არ ასახელებს. ჟუჟულმა განაცხადა, რომ ეუთო "ვერც ბრალმდებელი იქნება და ვერც მოსამართლე". დღესვე გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ 6 აგვისტოს ინციდენტმა "უაღრესად სახიფათო ვითარება შექმნა და უარყოფითი გავლენა იქონია რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაზე." მისი აზრით, ამ ორგანიზაციამ უნდა ეძებოს გზები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს; ან შეიმუშავოს მექანიზმი, რომელიც - თუ ინციდენტი მაინც მოხდა - მხარეთა შორის დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობდა ხელს.

XS
SM
MD
LG