Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამთენიისას, იტალიაში, 71 წლის


დღეს გამთენიისას, იტალიაში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავი,

დღეს გამთენიისას, იტალიაში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავი,
სახელგანთქმული ტენორი ლუჩანო პავაროტი. გარდაცვალების მიზეზად პანკრიასის კიბო სახელდება. მას ოპერაცია გასულ წელს ჩაუტარდა, რის შემდეგაც ფართო საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. აგვისტოს შუა რიცხვებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პავაროტიმ 2 კვირა გაატარა საავადმყოფოში, საიდანაც 25 აგვისტოს გაწერეს. ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ლუჩანო პავაროტი, რომლის სახელიც მსოფლიო საოპერო არენაზე 40 წელიწადია ბრწყინავს, 6 სექტემბერს, დილის 5 საათზე, ქალაქ მოდენაში, მშობლიურ ქალაქში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG