Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ


აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ სათბური გაზების გამოშვების შემცირების

აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ სათბური გაზების გამოშვების შემცირების
გრძელვადიან გეგმასთან დაკავშირებით. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს ავსტრალია მასპინძლობდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯონ ჰაუარდის თქმით, შეთანხმება მიღწეულია გრძელვადიან ამოცანებთან დაკავშირებით, რომლებიც გლობალურ დათბობასთან ბრძოლას გულისხმობს. თუმცა სამიტზე არ განსაზღვრულა კონკრეტული ვალდებულებები. აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ყველა ქვეყანამ, მდიდარმა თუ ღარიბმა, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს გლობალურ დათბობასთან ბრძოლის საერთო საქმეში. სიდნეის სამიტში მონაწილეობდნენ 21 ქვეყნის ლიდერები. მათ შორის იყვნენ – ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები. სამიტი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ქუჩაში გამოვიდა დაახლოებით 5 000 ადამიანი. გავრცელებული ცნობით, მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, 2 პოლიციელი დაშავდა. დააკავეს აქციის 9 მონაწილე.

XS
SM
MD
LG