Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული 24 საათის მანძილზე, ავღანეთის


გასული 24 საათის მანძილზე, ავღანეთის მასშტაბით გამართულ ბრძოლებში, 75 ადამიანი დაიღუპა.

გასული 24 საათის მანძილზე, ავღანეთის მასშტაბით გამართულ ბრძოლებში, 75 ადამიანი დაიღუპა.
ამერიკული კოალიციის ინფორმაციით, სულ ცოტა, 45 ეჭვმიტანილი თალიბი მეამბოხე დაიღუპა ბრძოლის შედეგად, ავღანეთში, ურუზგანის პროვინციაში. ბრძოლა 12 სექტემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მეამბოხეებმა ავღანეთის ადგილობრივი და კოალიციის სამხედროების ერთობლივ პატრულს ცეცხლი გაუხსნეს, მათ შორის – ყუმბარმტორცნებიდანაც. კოალიციამ, სამხედროების დასახმარებლად, ბრძოლაში ავიაცია ჩართო. ყანდაარისა და ზაბულის პროვინციებში კი, ბრძოლებისა და აფეთქებების შედეგად, დაახლოებით 30 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 23 მეამბოხე, ნატოსა და ავღანეთის ადგილობრივი არმიის ძალებთან 2 შეტაკებისას. ასევე ვრცელდება ცნობა 10 მეამბოხის დაკავების შესახებ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. ავღანელმა და კოალიციის სამხედროებმა ეჭვმიტანილები მას შემდეგ დააკავეს, რაც საბრძოლო იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG