Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ-დასავლეთ ბაღდადში დღეს, ავტომანქანის სავარაუდოდ


სამხრეთ-დასავლეთ ბაღდადში დღეს, ავტომანქანის სავარაუდოდ თვითმკვლელის მიერ აფეთქების შედეგად,

სამხრეთ-დასავლეთ ბაღდადში დღეს, ავტომანქანის სავარაუდოდ თვითმკვლელის მიერ აფეთქების შედეგად,
სულ ცოტა 8 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 15 - დაიჭრა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა ამილში, უპირატესად შიიტებით დასახლებულ რაიონში. ინციდენტი ბაზარში მოხდა, საღამოს, როდესაც მუსლიმანები, რამადანის წმინდა თვის წესისამებრ, მზის ჩასვლის ხსნილისთვის ემზადებოდნენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG