Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გაათავისუფლეს ორი იტალიელი სამხედრო


ავღანეთში გაათავისუფლეს ორი იტალიელი სამხედრო

ავღანეთში გაათავისუფლეს ორი იტალიელი სამხედრო
მოსამსახურე, რომლებიც შაბათს გაიტაცეს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გათავისუფლებას წინ უძღოდა სამხედრო ოპერაცია, რომლის დროსაც 5 გამტაცებელი დაიღუპა და ორი სამხედრო დაიჭრა. იტალიელი სამხედროები, მათი თარჯიმანი და მძღოლი შაბათს ჰერათის პროვინციაში გადაადგილების დროს გაიტაცეს. ავღანეთში სამხედრო სარდლობა გათავისუფლების დეტალებს არ ახმოვანებს.
XS
SM
MD
LG