Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამაბადში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის


ისლამაბადში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მიტინგის დასაშლელად ხელისუფლებამ

ისლამაბადში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მიტინგის დასაშლელად ხელისუფლებამ
ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პაკისტანის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიცია აპროტესტებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს პერვეზ მუშარაფს 6 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციას ეყრდნობა. კანონის მიხედვით, პრეზიდენტ მუშარაფს, როგორც ამავე დროს – ქვეყნის მთავარსარდალს, მომდევნო 5-წლიანი ვადით პრეზიდენტობაზე პრეტენზიის გამოთქმის უფლება არ აქვს.
XS
SM
MD
LG