Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილი ამ ეტაპზე პოლიტიკას


ირაკლი ოქრუაშვილი ამ ეტაპზე პოლიტიკას ჩამოშორდება – ასეთი განცხადება გააკეთეს მისმა თანამოაზრეებმა,

ირაკლი ოქრუაშვილი ამ ეტაპზე პოლიტიკას ჩამოშორდება – ასეთი განცხადება გააკეთეს მისმა თანამოაზრეებმა,
"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრებმა 11 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. როგორც დეპუტატმა კოკა გუნცაძემ აღნიშნა, ის, გია თორთლაძესთან ერთად გუშინ შეხვდა ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის მორალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ასევე არასახარბიელოა ოქრუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. გუნცაძის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი, საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე, კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ იგი ამ ეტაპზე პოლიტიკას ჩამოშორდება. "ოქრუაშვილი ჯერ ისევ ხელისუფლების მძევალია და ის ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს" – განაცხადა ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტისა" და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის შენობის წინ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ოქრუაშვილმა ოპოზიციის გაერთიანება, ხალხის შეკავშირება მოახერხა და ახლა საზოგადოება სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.
XS
SM
MD
LG