Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით, ამერიკა ირანის წინააღმდეგ აწესებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით, ამერიკა ირანის წინააღმდეგ აწესებს
მასშტაბურ სადამსჯელო სანქციებს, სამხედრო იარაღის გაყიდვისა და ბირთვული საქმიანობის გამო. კონდოლიზა რაისისა და ამერიკის ფინანსთა მინისტრის ჰენრი პოლსონის თქმით, ახალი სანქციები დაწესდება ირანის თავდაცვის სამინისტროსა და რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგ. შეზღუდვები ასევე შეეხება ბანკებს და სახელმწიფო უწყებებს. საუბარია ტერორისტული ორგანიზაციების დახმარების ბრალდებაზე ერაყსა და ახლო აღმოსავლეთში. ირანისთვის ახალი სანქციების დაწესება გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტმა. პორტუგალიაში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან ერთად მყოფმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ სანქციები მოლაპარაკებათა პროცესს ჩიხში შეიყვანს, ხოლო ირანს კუთხეში მოაქცევს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის მიერ გახმოვანებული სადამსჯელო ღონისძიებები, საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG