Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს


ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს გადაწყვეტილება იმის შესახებ,

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს გადაწყვეტილება იმის შესახებ,
გაწევრიანდეს თუ არა ნატოსა და ევროკავშირში, ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. ამ შინაარსის განცხადება იაპ დე ჰოპ სხეფერმა გააკეთა ვიზიტისას ბუქარესტში, სადაც რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე სხეფერი შეეხო ამასწინანდელ ვიზიტს საქართველოში - ქვეყანაში, რომელთანაც ნატო "ინტენსიური დიალოგის" ფარგლებში თანამშრომლობს და რომელსაც, როგორც სხეფერმა აღნიშნა, ნამდვილად სურს ნატოში გაწევრიანება - შეიძლება ითქვას, რომ “ნატოს კარზე აკაკუნებს”. თუმცა, როგორც სხეფერმა დასძინა, საბოლოო ანგარიშით, ნატოში საქართველოს მიღება ამ ქვეყნის მიღწევებზე იქნება დამოკიდებული. მომავალი წლის აპრილში ბუქარესტი უმასპინძლებს ნატოს სამიტს, რომლის მთავარი თემებიც, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, იქნება ვითარება ავღანეთში და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შესაძლო გაწევრიანება ნატოში.
XS
SM
MD
LG