Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს პრეს-მდივან


აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს პრეს-მდივან არიფ ბაბაიევის განცხადებით,

აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს პრეს-მდივან არიფ ბაბაიევის განცხადებით,
უშიშროების ძალებმა აღკვეთეს "მსხვილმასშტაბიანი ტერაქტი", მიმართული საკვანძო ობიექტებისა და დასავლეთის ქვეყნების საელჩოების წინააღმდეგ. როგორც ბაბაიევმა ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურს უთხრა, ტერორისტული ჯგუფის წევრობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დაპატიმრებულია. [ბაბაიევის ხმა] “აღკვეთილია ტერორისტული თავდასხმა, რომელიც კრიმინალურ ჯგუფს უნდა განეხორციელებინა სახელმწიფო ობიექტებისა და ანტიტერორისტული კოალიციის წევრი ქვეყნების საელჩოთა წინააღმდეგ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის მიზანიცაა კრიმინალური ჯგუფის დანარჩენი წევრების ნეიტრალიზება”. აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ოპერაციის დროს მოკლეს ერთ-ერთი პირი, რომელმაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია. აღმოჩენილია დიდი რაოდენობით იარაღი. დღესვე უფრო ადრე, ბაქოში ბრიტანეთის საელჩო დროებით დაიხურა, აშშ-ის საელჩო კი შეზღუდულ რეჟიმში მუშაობას შეუდგა.
XS
SM
MD
LG