Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციის ლიდერებმა



ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციის ლიდერებმა დიალოგი დაიწყეს. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის კაბინეტში გამართულ შეხვედრაში ოპოზიციურ ძალთა მხრიდან მონაწილეობდნენ “ახალი მემარჯვენეების” ლიდერები დავით გამყრელიძე და მამუკა კაციტაძე; ზურაბ ტყემელაძე და კახა გიუაშვილი ფრაქცია "მრეწველებიდან", აგრეთვე, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სალომე ზურაბიშვილი და დავით უსუფაშვილი. უმრავლესობას - ბურჯანაძის გარდა - წარმოადგენდნენ ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, და დეპუტატები მაია ნადირაძე და გიგა ბოკერია. შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ შედგა საუბარი არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. შეხვედრა ორშაბათს განახლდება.
XS
SM
MD
LG