Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო კონფერენცია ანაპოლისში


ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო კონფერენცია ანაპოლისში, მერილენდში, აშშ-ის პრეზიდენტმა გახსნა:

ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო კონფერენცია ანაპოლისში, მერილენდში, აშშ-ის პრეზიდენტმა გახსნა:
"ჩვენ ვხვდებით იმისათვის, რომ საფუძველი დავუდოთ ახალი სახელმწიფოს შექმნას. ეს იქნება პალესტინის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იარსებებს ისრაელის გვერდით, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ. ჩვენ ვიკრიბებით, რომ ბოლო მოვუღოთ ძალადობას, რომელიც როგორც ისრაელის, ასევე პალესტინელების მისწრაფებების ნამდვილი მტერი იყო." ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს ერთობლივი განცხადების გარშემო. მისი თქმით, მხარეები მზად არიან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყონ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას 2008 წლის ბოლოსთვის. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინფორმაციით, ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლებს შორის პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები დეკემბერში დაიწყება. სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობას ითვალისწინებს განცხადება, რომელიც ახლო აღმოსავლეთის შუამავალთა კვარტეტმა გამოსცა. კვარტეტში შედიან: შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გაერო და რუსეთი.
XS
SM
MD
LG