Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი გადადგა


პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი გადადგა პაკისტანის არმიის მთავარსარდლის პოსტიდან.

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი გადადგა პაკისტანის არმიის მთავარსარდლის პოსტიდან.
ისლამაბადთან მდებარე რავალპინდიში, სამხედრო შტაბბინაში გამართულ ცერემონიაზე მუშარაფმა არმიის მთავარსარდლის პოსტი ჩააბარა დაზვერვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გენერალ აშფაკ კიიანის. ამით ბოლო მოეღო მუშარაფის რვაწლიან სამხედრო მმართველობას. 29 ნოემბერს ფერვეზ მუშარაფი პრეზიდენტის ერთგულების ფიცს დადებს უკვე როგორც სამოქალაქო პირი. ამასობაში, პაკისტანის გენერალურმა პროკურორმა მალიკ მუჰამად ყაიუმმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა პაკისტანში ძალიან მალე გაუქმდება.
XS
SM
MD
LG