Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობა უნდა განახლდეს


ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობა უნდა განახლდეს, რადგანაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გამართლება

ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობა უნდა განახლდეს, რადგანაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გამართლება
არ აქვს – ასეთი განვცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დენიელ ფრიდმა მადრიდში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ. დენიელ ფრიდის თქმით, მედია, თავის მხრივ, ვალდებულია დაიცვას პროფესიონალიზმის პრინციპები და თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის წაქეზებისგან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მიესალმება პოლონეთის დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერის, მედია-ომბუცმენის ადამ მიხნიკის თბილისში ვიზიტს. დენიელ ფრიდი მიიჩნევს, რომ ადამ მიხნიკი შეძლებს, შედეგიანი მოლაპარაკებები აწარმოოს ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობის განახლებასთან და ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმის განმტკიცებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG