Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს,

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს,
რომელიც წყვეტს რუსეთის მონაწილეობას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებაში. ეს ხელშეკრულება, რომელიც კონტინენტზე შეიარაღების კვოტებს არეგულირებს, ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედად მიიჩნევა. მოსკოვი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ვინაიდან მისი განახლებული ვარიანტი, რომელსაც 1999 წელს მოეწერა ხელი, რატიფიცირებულ იქნა რუსეთის, მაგრამ არა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ. ამ განახლებულ ვარიანტში გათვალისწინებულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი ვითარება. დღეს ნატომ მოუწოდა რუსეთს, არ გადადგას ცალმხრივი ნაბიჯები ხელშეკრულებისთვის ძირის გამოთხრისკენ. შეერთებული შტატების თანახმად, რუსეთმა შეცდომა დაუშვა ხელშეკრულებიდან გასვლით.
XS
SM
MD
LG